სამტრედიაში ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის კამპანია პოლონელ ვეტერინარებთან ერთად ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს

სამტრედიაში ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის კამპანია პოლონელ ვეტერინარებთან ერთად ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს. 18-24 აპრილს, საერთაშორისო ვეტერინარული კამპანიის ფარგლებში საქართველოს, პოლონელი ვეტერინარები სტუმრობენ.

სეს-ს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია სამტრედიის მუნიციპალიტეტში 500-მდე ცხოველის( ძაღლი, კატა) სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია. ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართულია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი. ვეტერინარული პროცედურები, უტარდებათ როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ ცხოველებს (ძაღლი, კატა). აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. აღნიშნული კამპანია, პოლონელი ვეტერინარების მონაწილეობით, საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები