ირაკლი ოქრუაშვილი: სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემაზე მითხრა, რომ რაც მე ვერ გავაკეთე, კარგად შეასრულა მერაბიშვილმა

“ვალერი გელაშვილის თავდასხმის შემდეგ, შავნაბადაზე ერთი-ერთზე შევხდი, ამჯერად ჩემი, როგორც თანაგუნდელის მიმართ უკვე პრეტენზიები ჰქონდა და ნიშნის მოგებით მითხრა, ის, რაც შენ ვერ გააკეთე, საკმაოდ კარგად შეასრულა ვანომო, რაც იმას ადასტურებდა, რომ თავდასხმა მისი ორგანიზებული იყო”, – ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ჩვენებას აძლევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ოქრუაშვილი 2005 წელს, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის დროს, თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

ოქრუაშვილის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ინტერვიუში ნეგატიური დამოკიდებულება იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე მისი მეუღლის წინააღმდეგ და ამიტომ, მასზე ფიზიკური ანგარიშწორება უნდა მომხდარიყო. მისივე თქმით, სააკაშვილი ამბობდა, რომ ეს იყო პრევენცია, რათა პრეზიდენტის მიმართ მსგავსი არავის ჩაედინა.

„ვალერი გელაშვილის ინტერვიუში ნეგატიური დამოკიდებულება იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე მისი მეუღლის წინააღმდეგ. ინტერვიუს გავრცელების შემდეგ სააკაშვილი თვლიდა, რომ გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა მოგვეხდინა. მან მითხრა, რომ ეს იყო პრევენცია, რათა პრეზიდენტის მიმართ მსგავსი არავის ჩაედინა. მე უარი ვუთხარი, მერაბიშვილი კი პირიქით, აქეზებდა მას“, – განაცხადა ოქრუაშვილმა და გაიხსენა სააკაშვილთან მისი შემდგომი შეხვედრა შავნაბადაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები