კოლორადოში თვითმფრინავი სახლს დაეცა
კოლორადოში თვითმფრინავი სახლს დაეცა. ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა. კატასტროფის დროს სახლში მხოლოდ ძაღლი იყო. ცხოველის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.
უვნებელი გადარჩა პილოტიც, რომელმაც თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე კატაპულტირება მოასწრო. მიწაზე დაშვების შემდეგ ის ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. პილოტი ამბობს, რომ კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა, თუმა ამას გამოძიება დაადგენს. ამ ინციდენტში ერთი საინტერესო დეტალიცაა – მონაცემების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახლის მეპატრონეს და პილოტს ერთი და იგივე სახელი და გვარი აქვთ.