ეთიოპიაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 38 სტუდენტი დაიღუპა

ეთიოპის ჩრდილოეთით სამგზავრო ავტობუსი, რომლითაც სტუდენტები გადაადგილდებოდნენ, არხში ჩავარდა. შედეგად 38 სტუდენტი დაიღუპა, 10-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას „Foxnews”- ი ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამგზავრო ავტობუსი გზის მეორე მხარეს გადავიდა და არხში ჩავარდა. ინციდენტი სამხრეთ ვოლოს ტერიტორიაზე მოხდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, ეთიოპიაში 16 000-ზე მეტი ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები