ტრამპმა რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან რექს ტილერსონს ათავისუფლებს. მის ადგილს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარი „ტვიტერის“ მეშვეობით რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ამას გარდა, პრეზიდენტი წერს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს ჯინა ჰასპელი.
ის ბოლო პერიოდში ამავე სამსახურის დირექტორის მოადგილე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები