ვენის პოლიციის თანამშრომელს ავღანელი მამაკაცი თავს დაესხა

ვენის პოლიციამ სამშაბათს დილით დააკავა მამაკაცი, რომელიც პარლამენტის შენობის პერიმეტრზე პოლიციელს დაესხა თავს.
„26 წლის ეჭვმიტანილი გაესაუბრა სამსახურებრივ ავტომანქანაში მჯდარ პოლიციელს, რომელიც ტერიტორიაზე პატრულირებას აწარმოებდა. საუბრის დროს, მამაკაცმა მოულოდნელად ხელი სტაცა პოლიციელს და მანქანიდან მისი გადმოყვანა სცადა“. პოლიციის თანამშრომელმა თავდაცვის მიზნით წიწაკის ცრემლსადენი აეროზოლი გამოიყენა, რის შედეგადაც, თავდამსხმელმა მცირე დაზიანება მიიღო. ამ დროისთვის, გამომძიებლები კონსტიტუციის და ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებიდან მის დაკითხვას აწარმოებენ.
გარდა ამისა, გერმანული მედია იუწყება, რომ თავდამსხმელი ავღანეთის მოქალაქეა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები