ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას მექანიზმები, რათა ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში გაიზარდოს

“ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას მექანიზმები იმისათვის, რომ გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე “2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები” განაცხადა.
ამასთან, კობახიძე იმედოვნებს, რომ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი შემდეგ პლენარულ სხდომაზე მხარს დაუჭერს.
“ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას მექანიზმები იმისათვის, რომ გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვნია გენდერული კვოტირება, რომლის თაობაზეც პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისათვის 50%-იანი კვოტირების დაწესებას, ანუ საუბარია იმაზე, რომ ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის პროპორციულ საარჩევნო სიაში, ხოლო შემდგომი არჩევნებისთვის, როცა ჩვენ უკვე გადავალთ სრულად პროპორციულ სისტემაზე ყოველი მესამე უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი , რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მონაწილეობის გაზრდას პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესებში”, -განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, შემდეგ პლენარულ სხდომაზე განიხილება და მას იმედი აქვს, რომ კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება მომავალი კვირის ბოლომდე და შესაბამისად, გენდერული კვოტები ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები