კახა კუჭავა: კახა კალაძე დანაპირებს ასრულებს, “სითი პარკი” ისტორიას ჩაბარდება

უმრავლესობის წევრი, კახა კუჭავა თბილისი მერიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, კახა კალაძე დანაპირებს ასრულებს.
“სითი პარკი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სამარცხვინო დანატოვარს წარმოადგენდა, 10 აპრილიდან ისტორიას ჩაბარდება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ სიხარულის მომტანი იქნება ყველა თბილისელისთვის და გააჩუმებს ყველა ოპონენტს. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისს ჰყავს მერი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ თბილისი რაც შეიძლება მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი.”, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები