გიორგი მარგველაშვილმა ატლანტიკური საბჭოს, NDI-ისა და IRI-ის ხელმძღვანელობასთან საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკური საბჭოს, NDI-ისა და IRI-ის ხელმძღვანელობასთან საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი განიხილა.

ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: კენეტ უოლაკი –  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი, დენ ტვაინინგი – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი,  დეიმონ უილსონი – აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები