თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, გლდანის რაიონს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყალსადენის, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, გობრონიძის, შეშელიძის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 15:00საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის აბონენტებს.
ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება ყიფშიძის ქუჩაზე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. ასევე 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება შატბერაშვილის ხევის, ნინო ჟვანიას და რამაზ შენგელიას ქუჩებზე.
16:00 საათიდან 18:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება: პიკასოს ქუჩას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ელგუჯა ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩებზე.
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების და გელოვანის გამზირის აბონენტებს.
ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სანზონის დასახლების, მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიისა და ნუშის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩაჩავას, მიხეილ ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. საუბარია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები