ჭიათურის მუნიციპალიტეტის 7500 აბონენტს ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ჭიათურის გაზგამანაწილებელ სადგურში დაზიანებული მრიცხველის შეცვლის მიზნით გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 13 მარტს ერთი საათით, 13:00-დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის 7500 აბონენტს.
„აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას“, – აღნიშნულია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებაში.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები