11 მარტს აღმაშენებლის გამზირის ნაწილი რამდენიმე საათით გადაიკეტება

11 მარტს, 10:30-დან 12:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, დ. აღმაშენებლის გამზირზე სანკტ-პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან მეოთხედ იმართება. აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები