ადვოკატი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე: ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა მოწმემ ჩვენება შეცვალა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს.
ადვოკატის თქმით, აღნიშნულმა მოწმემ სასამართლოს მიაწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ გაგრძელდა და როგორ დასრულდა.
ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, მოწმემ არსებითად და აბსოლუტურად შეცვალა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება.
“მიმდინარეობს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმის დაკითხვა. ბრალდების მხარემ მოწმის პირდაპირი წესით დაკითხვა დაასრულა. ამის შემდეგ დაცვის მხარე დავიწყებთ მოწმის ჯვარედინი წესით დაკითხვას. ამ მოწმემ სასამართლოს მიაწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ გაგრძელდა, როგორ დასრულდა. გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, მან არსებითად და აბსოლუტურად შეცვალა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. მან ისაუბრა ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ეწინაღმდეგება იმ ფაქტებს, რაზეც საუბარია გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში. ის არაერთხელ არის დაკითხული და, ფაქტობრივად, ყველა ჩვენებას ეწინააღმდეგება სასამართლოში მიცემული ჩვენება. დაცვის მხარის პოზიციით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება არასწორად არის ჩატარებული და საქმეზე არ არის ჭეშმარიტება დადგენილი”,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები