ბენზინმზიდში პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი აღმოაჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიების გატარების შედეგად, ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად გადაზიდვის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში გაჩერებულ ბენზინმზიდში აღმოჩენილ სპეციალურად მოწყობილი სამალავში, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები