შსს-მ თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დღეს სპორტის გაკვეთილზე ერთმანეთს ორი მერვეკლასელი დაუპირისპირდა. მომხდარის შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლე დაშავდა, თუმცა, იგი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.
სკოლის დირექტორი ლანა ნასიძე სკოლის შენობაში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს.
ამასთან, ამბობს, რომ მოზარდებს შორის ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდა.
მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია. სამართალდამცველებმა, ამ დროისათვის, მომხდარის შესახებ მოსწავლეების გამოკითხვა დაასრულეს.
157 საჯარო სკოლის დირექტორი, ლანა ნასიძე, აცხადებს, რომ მოზარდების მშობლებს დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ და ისინი მომხდართან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩააყენეს. ასევე, ინციდენტში ჩაერთო მანდატურის სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები