სამართალდამცველებმა, რუსთავში მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე, 19 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა, რუსთავში მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე, 19 წლის ნ.ც. თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1999 წელს დაბადებული ნ.ც., წუხელ, გვიან ღამით, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა.
„მან იარაღის მუქარით გამყიდველს დაახლოებით 500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნ.ც., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აღნიშნავენ შსს-ში.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები