მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნის საზღვართან კონტროლი გაამკაცრა
უკრაინის აღმოსავლეთით შექმნილი ვითარების გამო მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნის საზღვართან კონტროლი გაამკაცრა. ერთობლივი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარალმენტის თავმჯდომარემ გააკეთეს. სახელმწიფოს პირველმა პირებმა სამართალდამცავ ორგანოებს უბრძანეს, რომ საზღვარზე მონიტორინგი მაქსიმალურად გაამკაცრონ და ყველა აუცილებელი ზომა მიიღონ იმისთვის, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყონ. მოლდოვის ხელისუფლება უკრაინაში სიტუაციის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ადგილზე მიმდინარე მოვლენები მოლდოვის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.