„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მომხდარ ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მომხდარ ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში, დილიდან სამართალდამცველები მუშაობდნენ. ცეცხლი, სავარაუდოდ, უცნობმა პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატს წაუკიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები