12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 32 %-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 32 %-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა.
როგორც გიორგი ჩერქეზიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მძღოლებს, ვინც ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარეს, დამატებით ერთთვიანი ვადა მიეცათ.
მისივე განმარტებით, სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, შესაბამის ცენტრებს 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა მიმართა.
“დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 30-32%-მა ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება და მათ მიეცათ ერთთვიანი ვადა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა მიმდინარეობს. 1-ელი ივლისიდან ამ ჯგუფს ახალი კატეგორიები დაემატება. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დამატებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება კვოტების მიხედვით. ველოდებით, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგები გვექნება”, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები