ხის საწყობში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ისანში, ხის საწყობში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან პროდაქსის“ ხის საწყობში ხანძარი დილით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობი. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები