კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ხაშურში მცხოვრები პირი მართავდა.

სამართალდამცველებმა, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 კილოგრამი თევზი, გასაბერი ნავი და ელექტროშოკის აპარატი ამოიღეს.

გამოძიება ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები