სამგორში ცეცხლი ხის მასალას უკიდია – ადგილზე 30 სახანძრო მანქანა მუშაობს (ფოტოკოლაჟი)

სამგორში ცეცხლი ხის მასალის საწყობს გაუჩნდა.

როგორც „კვირას“  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 2000 კვადრატული მეტრი ფართობი.

მათივე ცნობით, ადგილზე 30 სახანძრო მანქანა მუშაობს.

ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ სამგორში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები