სვეტიცხოველთან მამაკაცი დაჭრეს

მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ​
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ​ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები