“მოსახლეობამდე ინფორმაციის ვერ მიტანა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მინუსი იყო”

“ზოგადად, მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდის, მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ასევე იყო ის, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე”,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საჯარო უწყებებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებულთა და ხელფასების ოდენობა გაიზარდა.
თუმცა დედაქალაქის მერმა აღნიშნულ კვლევაზე ვრცლად საუბრისგან თავი შეიკავა, რადგან როგორც აღნიშნა, ამაზე სათანადო ინფორმაციას არ ფლობს.
„მე არ მინახავს დასკვნა, არც ის ვიცი, რაზე დაყრდნობით აქვთ გაკეთებული, რა ციფრებია მოცემული, ასე რომ, გამიჭირდება შეფასების გაკეთება. ზოგადად, მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდის, მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ასევე იყო ის, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე. არ იყო ისეთი კომუნიკაცია, რომ მიგვეწოდებინა გაკეთებულ პროექტებთან დაკავშირებით ან განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამის პრობლემა იდგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები