დავით სერგეენკო ზუგდიდში სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო საზოგადოებას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა აუდიტორიას ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ახალი პილოტური პროგრამა წარადგინა. პროექტი აივ შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის “ერთი ქოლგის ქვეშ” – პირველადი ჯანდაცვის დონეზე, მუნიციპალიტეტების ჩართულობით მართვას გულისხმობს.
შეხვედრაზე აქცენტი წითელას შეკავების გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე გაკეთდა. აუდიტორიასთან ერთად, ჯანდაცვის სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობა და სამედიცინო სექტორში არსებული სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლზე გამახვილდა ყურადღება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საზოგადოებას პერმანენტულ რეჟიმში ხვდება. ანალოგიური ფორმატის შეხვედრა მინისტრს იმერეთისა და აჭარის რეგიონშიც ჰქონდა. ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები