ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნა. ბაღის სადღესასწაულო სივრცეში ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრებისა და ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერეის მცენარეთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სტუმრად მისულ პატარებს კი ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი და „Show-Time“-ის გასართობი პროგრამა დახვდათ.
სტუმრებს ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ უმასპინძლა და დედების დღე მიულოცა.
“ბოტანიკური ბაღი სასიამოვნო და თბილი მოგონებების ადგილია. მჯერა, რომ ეს დღეც ჩვენი პატარებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ დღედ იქცევა”, – აღნიშნა თამაზ დარჩიძემ.
ბოტანიკურ ბაღს საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მშობლებთან და შვილებთან ერთად სტუმრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები