კახა კალაძე: კომპლექსური პრობლემები, რომლებიც თბილისში გვქვს, მოგვარებადია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში არსებულ კომპლექსურ პრობლემებზე საუბრისას, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მოგვარებადია. მისივე თქმით, შუქნიშნები, პარკინგი, სატრანსპორტო პოლიტიკა, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
“რაც შეეხება შუქნიშნებს, პარკინგს, სატრანსპორტო პოლიტიკას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს არის მოსაწესრიგებელი. მე მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით, რადგან არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ქალაქში. საცობები, საცობებისგან განტვირთვა, საპარკინგე ადგილების გამოყოფა, შუქნიშნების სწორად მუშაობა, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა, მიწისზედა ტრანსპორტის განახლება – ეს არის საკმაოდ კომპლექსური პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში გვაქვს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველაფერი არის მოგვარებადი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები