შალვა ოგბაიძე საავტომობილო სპორტის ფედერაციამ დააჯილდოვა

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე საავტომობილო სპორტის ფედერაციამ 2017 წლის ჩემპიონად დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატი გამარჯვებული ერთდროულად, ორ ნომინაციაში გახდა.
„მე უხუცეს ავტომრბოლელად ვითვლები. ორი წელია, სპორტის ამ სახეობას დავუბრუნდი და მოხარული ვარ, რომ ჩემი დაბრუნება თასით და მედლით აღვნიშნე“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
გამარჯვებულები საავტომობილო სპორტის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს, სადაც ნომინაციებში: წრიული რბოლა, აღმართის დაძლევა, სპრინტ-რეისი, ფორმულები, ლეგენდები და კომპაქტს კლასები, საუკეთესო მრბოლელები დასახელდნენ. ღონისძიებაზე ავტოსპორტის განვითარების გეგმაც წარმოადგინეს.
საზეიმო საღამოს ავტოსპორტის ვეტერანები, ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები