„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის – „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ხვთისო ჭინჭარაულმა 20 ჰა მიწის ფართობზე ვაშლისა და ხურმის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მდებარეობს.
პროექტის – „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხვთისო ჭინჭარაულის ვაშლისა და ხურმის ბაღი დაათვალიერა. ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 98 630 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 70 048 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 28 582 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის.
პროექტის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4 531 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 23 561 278 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში ხეხილის ბაღების გაშენება 1 517 ჰა მიწის ფართობზეა დაფინანსებული.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, „ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები