გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დუშეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც “კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 მარტს 09:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 155 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა და სნო, 14:00-დან 15:00 საათამდე 1131 აბონენტს წეროვანში; 5 მარტს 10:50-დან 18:00 საათამდე 449 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში არღუნი, ტონჩა, მილახვრიანი, საცხავატლო, მიგრიაულები და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 12:00 საათამდე 4068 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ილტოზა, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები