პრემიერმა, ბაქოში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბაქოში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა.

“მწუხარებას გამოვთქვამ ბაქოში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს, აზერბაიჯანელ ხალხს და აზერბაიჯანის მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ”,-ნათქვამია სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ნარკო-მომხმარებელთა სარეაბილიტაციო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები