სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ პირადი შემადგენლობისთვის ფილმის ჩვენება გაიმართა

   „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებისთვის კინოჩვენებები გრძელდება. დღეს, ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ პირადი შემადგენლობისთვის ფილმის „გაღმა ნაპირის“ ჩვენება გაიმართა. სტუმრებს „კრწანისის“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ უმასპინძლა.
სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ ფილმის რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ასევე მთავარი როლის შემსრულებლები თედო ბექაური და ჯანო იზორია. ფილმის დასრულების შემდეგ, მათ ჯარისკაცებს გადაღების პროცესში საინტერესო ისტორიები უამბეს და სამხედროების შეკითხვებსაც უპასუხეს.
ჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. მსგავსი ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში ქართველი სამხედროებისთვის მუდმივად იმართება. კინოჩვენებებს სისტემატიური ხასიათი აქვს და სხვადასხვა ბატალიონსა და სამხედრო ნაწილში ეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები