აბდულა გიული: ახლა დაგიდგათ სწრაფი განვითარების დრო

   ახლა დაგიდგათ სწრაფი განვითარების დრო, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ საქართველო-თურქეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, როგორც თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იგი ამაყობს იმით, რასაც თურქი კონტრაქტორები აკეთებენ საქართველოში.
“ახლა დაგიდგათ სწრაფი განვითარების დრო. ადგილობრივი კაპიტალი გაგაჩნიათ, მეზობელ ქვეყნებში არსებული კაპიტალი შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ მიზნებისთვის, რათა განვითარების დონე რაც შეიძლება მაღალი იყოს. თუ პოლიტიკური სტაბილურობა არ გაქვთ, ეკონომიკურ განვითარებაზე ვერ ისაუბრებთ ქვეყანაში, ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში”, – აღნიშნა ფორუმზე გიულიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები