დავით სერგეენკო: პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველადი ჯანდაცვა თავიდან ბოლომდე ჩავარდნილია. როგორც მინისტრმა განმარტა, პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა.

„აკაკის თავისებური სიტყვათა წყობა აქვს, როგორ გამოხატოს ჯანდაცვაში ესა თუ ის გამოწვევა. მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი – ჯანდაცვის სპეციალისტი ვარ და ვიტყვი, რომ პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები