ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე, კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე (ენგურჰესთან) ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ მონაკვეთზე დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები