გოგა გულორდავა: განვითარებული მოვლენები იყო პროვოკაცია
დეპუტატ გოგა გულორდავას თქმით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს განვითარებული მოვლენები იყო პროვოკაცია.
„როგორც ბორჯომში ასევე, აქ ნიკანორ მელიამ პროვოკაციები მოაწყო, თუმცა დღეს ჩვენ არ ავყევით. ბორჯომში უმრავლესობა დაკომპლექტებულია ოპოზიციით. თემა სუფთა თვითმართველობის საკითხია და ამიტომ ეს საკითხი ადგილზევე უნდა გადაწყდეს და მოგვარდეს“, – განაცხადა გოგა გულორდავამ.
მისივე თქმით, სამართალდამცველების მიმართ წამოყენებული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.
„რაც შეეხება სამართალდამცველების მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს. მინდა ვთქვა , რომ სამართალდამცველს აქვს უფლება შენობაში გარკვეული მიზეზის გამო არ შეუშვას მოქალაქე“, – აღნიშნა გულორდავამ.