კახა კალაძე: კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ და ჩვენ ხელს არავის დავაფარებთ

„კანონის წინაშე ჩვენ ყველა თანასწორუფლებიანები ვართ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ გორგაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩვენ არავის ხელს არ დავაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა წარმოადგენდეს. კანონის წინაშე ჩვენ ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. მე, რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმპციას არ დავარღვევ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ადამიანების ადგილი ჩვენთან არ არის, ვისაც რაიმე გადაცდომა ექნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე ქრთამის აღების ბრალდებით გუშინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები