ამერიკელი სამხედროები პოლონეთის სამხრეთით სამხედრო მანევრებს ატარებენ (ვიდეო)
ამერიკელი და კანადელი სამხედროები, პოლონელ ჯარისკაცებთან ერთად, პოლონეთის სამხრეთ ნაწილში სამხედრო მანევრებს ატარებენ, – ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში წვრთნების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო. მასში ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობენ. სამხედრო სწავლებები შეერთებული შტატების ქვეითი ჯარის მიერ ბალტიის ზღვაში დაგეგმილი მასშტაბური მანევრების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიმდინარე წელს უნდა გაიმართოს.
შეერთებულმა შტატებმა და ნატომ არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას. თუმცა, ამ განცხადებების მიუხედავად, პენტაგონმა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში მანევრებისთვის 600 ჯარისკაცი მაინც გაგზავნა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=p9U8NZjYyU0&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]