დავით დარახველიძე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს ლუდმილა მინჩევას შეხვდა. სამინისტროს ცნობით, ლუდმილა მინჩევამ მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, სამინისტრო მუშაობისას გახსნილია და დევნილთა რეალურ საჭიროებებს ითვალისწინებს. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მერაბ მენაბდე, დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურად აბლოთია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები