თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დროებით შეეზღუდება ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.
15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი ბელიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ღრმაღელის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათჰესის, იდუმალის და ენგურჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების, ბენდელიანის, კოსტავას და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, ოსიპ მანდელშტამის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, ზაქარია მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ხვედელიანის, ზურაბ ჩაჩუას, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ხომლელის, 17 შინდისელი გმირის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, გლდანის მასივის VI, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულუას და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.