ჟენევაში უკრაინის ხელისუფლებასთან ,,იგივე ფორმატში“ შეხვედრა ლავროვს არ სურს
რუსეთში შეხვედრისთვის ემზადებიან, თუმცა სიტუაციის შეცვლას საეჭვოდ მიიჩნევენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ ჟენევის ახალი შეხვედრა არაფერს შეცვლის. ,,კვლავ იგივე ფორმატში შეკრება, როდესაც ოპოზიცია არ არის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, არაფერს შეგვმატებს, ჩვენ წრეზე ვივლით და კვლავ გავიმეორებთ, რომ უნდა შესრულდეს ყველაფერი ის, რაზეც მოვილაპარაკეთ“, -განაცხადა ლავროვმა.