ექიმი: ორბელიანის მოედანზე დაშავებული ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ორი მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ინფორმაციით, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.

“ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. შემოიფარგლებიან ზედაპირული ტრავმებით, თავის ტვინის შერყევის ნიშნებით, ამიტომ თავსდებიან კლინიკაში შემდგომი დაკვირვების მიზნით. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის და ჰემოდინამიკა შენარჩუნებულია”, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ, თბილისში ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, 6 ბავშვი დაშავდა, მათ შორის, ერთი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები