ობამამ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადა
უკრაინის ამბების გამო თეთრი სახლი ამერიკულ კორპორაციებს მოუწოდებს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა არ მიიღონ. ისეთმა გიგანტებმა, როგორიცაა: Alkoa, Goldman Sachs, Pepsico , Morgan და Stanley Conoco Philips უკვე უარი თქვეს ფორუმში მონაწილეობაზე. ობამას ადმინისტრაცია ვარაუდობს, მათი ძალისხმევთ, ყველა მსხვილი ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელი უარს იტყვის ფორუმზე გამგზავრებაზე. ამისთვის თეთრი სახლის წარმომადგენლებმა პირადად დაურეკეს მსხვილი კომპანიების ტოპ-მენეჯერებს, რითიც მათ უხერხულ მდგომარეობაში აყენებდნენ.
ობამას ადმინისტრაციასთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, ამერიკული კომპანიების ათასობით ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, ფორუმზე, რომელიც 22 მაისს გაიმართება, დაბალი რანგის თანამშრომლები გაუშვან. ბიზნესელიტის წარმომადგენლები აღშფოთებას ვერ მალავენ უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის გამო. საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში, მათ ნიშას დიდი ალბათობით აზიური და ევროპული კომპანიები დაიკავებენ.