საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დისნეილენდი აშენდება
კომპანია „Walt Disney Company“, პარიზში დისნეილენდის ასაშენებლად 2,4 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „Walt Disney Company“-ის გენერალურ დირექტორს ბობ იგერს შეხვდა. „ინვესტიციისა და „Disney“-ს „ძლიერი ვალდებულების“ ფონზე, „საფრანგეთი დაბრუნდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„Disney“-ს წარმომადგენლების ინფორმაციით, ახალი დისნეილენდის აშენება, 2021 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება.