ბარაკ ობამას ფონდმა საბოლოო საჯარო შეხვედრა გამართა

ბარაკ ობამას ფონდმა, ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში, „ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ მხარდასაჭერად, საბოლოო საჯარო შეხვედრა გამართა.
ღონისძიებაში ბარაკ ობამას მხარდამჭერები მონაწილეობდნენ, რომელთაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, შეხვედრაზე მისვლით, „სიურპრიზი“ მოუწყო. ინფორმაციას „Foxnews”-ი ავრცელებს.
„საპრეზიდენტო ცენტრი შექმნის სამუშაო ადგილებს და მოიზიდავს ბიზნესსექტორს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა სკეპტიკურად არის განწყობილი, ისინი ფიქრობენ, რომ სამეზობლოში საბინაო ხარჯები გაიზრდება და რეკრეაციული სივრცის ჩანაცვლება მოხდება“, – განაცხადა შეხვედრაზე ბარაკ ობამამ.
ობამას ფონდი მზადაა, პროექტი 675 მილიონი დოლარით დააფინასოს, რომლის ფარგლებშიც, გაიხსნება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა. 175 მილიონი დოლარი კი, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაიხარჯება.
ბარაკ ობამას ფონდის განცხადებით, ცენტრის მშენებლობაზე დაახლოებით 5000 ადამიანი დასაქმდება, 2500 ადამიანს კი, მუდმივი სამუშაო ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები