კოლუმბიაში, აფეთქების შედეგად, 5 სამხედრო დაიღუპა
კოლუმბიაში განხორციელებულ თავდასხმას 5 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საავტომობილო გზასთან ახლოს დამონტაჟებული ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც კოლუმბიელი სამხედროები, სანტანდერის პროვინციისკენ მეიმართებოდნენ.
როგორც კოლუმბიელი სამხედროები აცხადებენ, თავდასხმა აჯანყებულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის მთავრობა ამბოხებულებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა თავდასხმები მაინც გრძელდება.
კოლუმბიაში შეიარაღებული კონფლიქტი 1964 წლიდან მიმდინარეობს.