დონეცკის აეროპორტი რეისებისთვის დაიხურა

დონეცკის აეროპორტში ყველა რეისი გადაიდო, – ამის შესახებ დღეს დილით ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა. რეისების გადადების მიზეზზე არაფერი განუცხადებიათ. თვითმფრინავების ჩამოფრენა და გამგზავრება უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა შეაჩერა.
“უკრაინის საავიაციო სამსახურის ბრძანებით, თვითმფრინავების ჩამოფრენა და გაფრენა დონეცკში დროებით შეწყვეტილია”, – აღნიშნულია აეროპორტის ვებგვერდზე. ეს ინფრომაცია ასევე “ბი-ბი-სის” დონეცკის აეროპორტის პრესსამსახურმა დაუდასტურა. აეროპორტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ყველა რეისი გაუქმებულია. მიზეზი რეისების გაუქმების შესახებ არ ვრცელდება. ამასთან, უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც უკრაინის ხელისუფლება ანტიტერორისტულ ოპერაციებს ატარებს, პრორუსული სეპარატისტების მიმართ დაძაბულობა კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები