კახა კალაძე: ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის აღსადგენად, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის აღსადგენად, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექმნილ ვითარებაში, ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

„მოგეხსენებათ, დაზარალებულია ორივე მხარე, როგორც მოიჯარეები, ასევე სავაჭრო ფართის მფლობელები. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ გუშინვე დაიწყო შეხვედრები მოიჯარეებთან, რათა დეტალურად მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების გავლა. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, როდესაც ექსპერტ-კრიმინალისტები დაასრულებენ მუშაობას, დაიწყება სავაჭრო ცენტრის აღდგენითი სამუშაოები, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძოს ფუნქციონირება. თუმცა, იმ ადამიანებს, რომელთაც საქონელი გადაურჩათ, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია სთავაზობს ალტერნატიულ ფართებს, რათა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა დამწვარი ფართის აღდგენამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაში ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისში, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი 27 თებერვალს გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები