შს მინისტრი ტატუნაშვილის გადმოსვენებაზე: ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ტრაგედია მალე დავასრულოთ
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგედია რაც შეიძლება მალე დავასრულოთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგედია, ერთი კონკრეტული ოჯახის და მთელი ქვეყნის, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ“, – განუცხადა გახარიამ „რუსთავი 2“-ს.
გახარია ტატუნაშვილების ოჯახში დღეს იმყოფებოდა და გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.