ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მოწმეები დაიკითხა

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხა, რომელთაგან ერთი თვითმხილველი, მეორე ექსპერტი, მესამე კი სკოლის თანამშრომელია.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება ეწინააღმდეგება თვითონ ბრალდების პოზიციას და პირიქით, დაცვის მხარის სტრატეგიას ემხრობა.

ადვოკატის განმარტებით, ის ჩვენებები, რომელიც მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით საქმეში დევს, რეალობას არ შეესაბამება და ამას დაცვის მხარე დაამტკიცებს.

“მოწმის მიერ მიცემული ჩვენება აბსოლუტურად ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში და ჩვენი აზრით ეწინააღმდეგება იმ პოზიციას, რა პოზიციასაც ბრალდების მხარე იკავებს.

დღეს სასამართლომ ასევე გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების საკითხი. რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამ ეტაპზე არ იყო ახლად გამოვლენილი გარემოება, თუმცა მოგვიანებით თუ ეს საფუძველი იქნება, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ სხვადასხვა შუამდგომლობებს”, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები